ლატვიის საგარეო მინისტრი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა - ინფორმაციას გავცვლით, როგორ წავახალისოთ საქართველო

ჩვენ დღეს, ასევე, ვისაუბრებთ საქართველოზე, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისე არ პროგრესირებს, როგორც ჩვენ გვინდა, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ევროკავშირმა საქართველოს წახალისებისთვის.

„კითხვა მდგომარეობს იმაში, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით პრობლემა, ვიცით დიაგნოზი, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ. ეს იქნება ინფორმაციის გაცვლა, როგორც პოზიტიური კუთხით, როგორ წავახალისოთ საქართველო, ასევე იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე, რაც შეიძლება გაკეთდეს საქართველოს წახალისებისთვის“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი