გივი მიქანაძე - საკონსტიტუციო სასამართლოში რაიმე ახალს ფიზიკურად ვერ წარადგენენ, ან რა უნდა წარადგინონ გამჭვირვალობის და საზოგადოების წინაშე ანგარიშგების საწინააღმდეგოდ?! - ეს არის პიარული, მავნებლური ნაბიჯი

ცალსახაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ისინი რაიმე ახალს ფიზიკურად ვერ წარადგენენ, ან რა უნდა წარადგინონ გამჭვირვალობის და საზოგადოების წინაშე ანგარიშგების საწინააღმდეგოდ?! - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სარჩელზე განუცხადა, რომლითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა და პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს.

გივი მიქანაძის თქმით, “ქართულ ოცნებას” მიაჩნია, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კანონის აღსრულება უნდა ხდებოდეს უპირობოდ.

„ეს არის თითოეული ადამიანის მოვალეობა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს დემოკრატიული ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია. ზუსტად ამიტომ, ნებისმიერი კანონი, რომელიც პარლამენტის მიერ არის მიღებული ის აღსრულებას უნდა ექვემდებარებოდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ კონსტიტუცია და კანონმდებლობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თუ ვიღაცას რაღაც არ მოსწონს შეუძლია გაასაჩივროს, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და ზუსტად ამ უფლებით სარგებლობენ ახლა ის სუბიექტები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს, თუმცა ერთიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმეთვიანი განხილვის პერიოდში მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ ერთი არგუმენტიც კი არ არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი ან კანონის კონკრეტული პუნქტი არ უნდა ყოფილიყო მიღებული. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ისინი რაიმე ახალს ფიზიკურად ვერ წარადგენენ, ან რა უნდა წარადგინონ გამჭვირვალობის და საზოგადოების წინაშე ანგარიშგების საწინააღმდეგოდ?! ამიტომ, ეს არის პიარული ნაბიჯი მათი მხრიდან და კიდევ ერთი, გარკვეულწილად დამაზიანებელი მავნებლური [ნაბიჯი], რომ საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენონ - თითქოს ვიღაცის რაღაც უფლებები ირღვევა, მაშინ, როდესაც საერთოდ არ მიდის საუბარი იმაზე, რომ ამ ორგანიზაციებმა ელემენტარული გამჭვირვალობაც კი უზრუნველყონ”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ამასთან, მიქანაძემ განმარტა, თუ რატომ არ მივიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარედ “ქართული ოცნების” დეპუტატები, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” განხილვა მომდინარეობს.

„პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არსებობს სპეციალური ჯგუფი, აპარატის თანამშრომლები, რომლებიც არიან მოპასუხე ნებისმიერ საკონსტიტუციო სარჩელზე. შესაბამისად, დეპუტატების მონაწილეობის აუცილებლობა კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. ამ ადამიანებს, სპეციალურ ჯგუფს, რომელიც მოქმედებს, აქვთ სრული ლეგიტიმაცია და ყველა საკონსტიტუციო სარჩელზე ისინი გამოდიან მოპასუხე მხარედ, ამიტომ რაიმე აუცილებლობას რომ დეპუტატი ესწრებოდეს ამ განხილვას, ვერ ვხედავთ”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო