პაატა მანჯგალაძე - ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიდი სხვაობაა - ისინი იბრძვიან ძალაუფლებისა და ხალხის ძარცვის უფლების შენარჩუნებისთვის, ჩვენ კი საქართველოსთვის, ოჯახებისა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის

ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიდი სხვაობაა, ისინი იბრძვიან ძალაუფლებისა და ხალხის ძარცვის უფლების შენარჩუნებისთვის, ჩვენ კი საქართველოსთვის, ოჯახებისა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძე განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ყველა დაპირება პროპაგანდისტულია.

“ქართლი ოცნების“ და ივანიშვილის ყველა დაპირება არის პროპაგანდისტული და სიცრუე, მით უფრო როცა ამ არჩევნებში მათი ოცნება, კიდევ 4 წლით ძარცვონ საქართველო, მარცხდება.

შესაბამისად, მათ ქმედებებზე, მათ პროპაგანდაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი ერთიანობა, ეროვნული თანხმობა და არჩევნებზე ქართველი პატრიოტების მობილიზება.

მთავარია ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი ჩვენ ხელშია და საბოლოოდ გადავწყვიტოთ როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება, ევროპულსა და განვითარებულში, სადაც ქართველი ემიგრანტები უბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს, თუ მარტო დარჩენილსა და გაღატაკებულში, საიდანაც კიდევ უფრო მეტი ქართველი იძულებული ხდება გაიქცეს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს