ანა ნაცვლიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ამ საქმეზე საბოლოო მსაჯული 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები იქნებიან - მოქალაქეები გაუქმებენ, „რუსულ კანონს“ და „რუსულ ხელისუფლებას“

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ამ საქმეზე საბოლოო მსაჯული 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.

ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერი იქნება ის თარიღი, როდესაც „საქართველოს მოქალაქეები გაუქმებენ, როგორც „რუსულ კანონს“, ასევე „რუსულ ხელისუფლებას“.

„ეს არის ისტორიული პროცესი. ჩემი მოლოდინები უცვლელია. საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ამ საქმეზე საბოლოო მსაჯული 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერი იქნება ის თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები გაუქმებენ, როგორც „რუსულ კანონს“, ასევე „რუსულ ხელისუფლებას“.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს განსახილველი საქმე - ეს ქვეყანა არჩევნებამდე რა კანონით იცხოვრებს, ეს იქნება „რუსული კანონი“, თუ ეს იქნება ქართული კანონი - საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ აქ წარმოვადგენთ მხარეს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას, „რუსული კანონისგან“ და „რუსული ხელისუფლებისგან იცავს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს