ჯეიკ სალივანი სი ძინპინს შეხვდა

ჯეიკ სალივანი სი ძინპინს შეხვდა, - ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრა აშშ-სა და ჩინეთს შორის კომუნიკაციის არხების შენარჩუნებისა და ურთიერთობების პასუხისმგებლობით მართვის ძალისხმევის ნაწილი იყო.

„მხარეებმა 2023 წლის ნოემბერში, „ვუდსაიდის სამიტზე“ პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილეს, რომელიც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას, სამხედრო კომუნიკაციას, ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასა და რისკებს ეხება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ჯეიკ სალივანმა და სი ძინპინმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხი განიხილეს.

„ორივე მხარე მიესალმა კომუნიკაციის ღია არხების შენარჩუნების მიმდინარე ძალისხმევას, მათ შორის უახლოეს კვირებში პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბრის დაგეგმვის ძალისხმევას“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს