ეკა ბესელია - ბევრ ორგანიზაციას, რომელიც სამართლიანად არ დაირქმევს უცხოური გავლენის ორგანიზაციის სახელს, ემუქრება რეპრესიული ზომები - სასამართლომ მოქალაქეებს ეს ზიანი უნდა აარიდოს

ბევრ ორგანიზაციას, რომელიც სამართლიანად არ დაირქმევს უცხოური გავლენის ორგანიზაციის სახელს, ემუქრება რეპრესიული ზომები. ამიტომ სასამართლომ რა შეიძლება გააკეთოს? - ეს არის ის, რომ ეს ზიანი საქართველოს მოქალაქეებს ზიანი აარიდოს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს მშვიდ და ნორმალურ გარემოში არჩევნების ჩატარების საშუალება უნდა მისცეს.

„ზიანი, რომელიც უკვე დადგა, ეს არის ევროინტეგრაციის შეჩერება ევროკავშირსა და ნატოში. შემდეგი ზიანი, რომელიც რამდენიმე დღეში დადგება, ეს არის, რომ ბევრ ორგანიზაციას, რომელიც სამართლიანად არ დაირქმევს უცხოური გავლენის ორგანიზაციის სახელს, ემუქრება რეპრესიული ზომები. ამიტომ სასამართლომ რა შეიძლება გააკეთოს? - არის ის, რომ ეს ზიანი საქართველოს მოქალაქეებს ზიანი აარიდოს. საქართველოს მოქალაქეებს მოგვცეს შესაძლებლობა, რომ არჩევნებამდე ნორმალურად და მშვიდობიანად მივიდეთ და მოქალაქეებს, ამ პერიოდში მაინც, ყოველდღიური მავნე შედეგი აარიდოს თავიდან. არჩევნების შემდეგ მოქალაქეები გადაწყვეტენ ამ კანონის ბედს, დარწმუნებული ვარ თუ სასამართლო არ შეაჩერებს, ამ კანონს ახალი პარლამენტი გააუქმებს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, პლენუმი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებით სარჩელს განხილავს.

მმართველი უმრავლესობის ინიციატივითა და მხარდაჭერით მიღებული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა და პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს