ბათუმისა და ხელვაჩაურის ავტოპარკი 100 თანამედროვე სტანდარტის მიკროავტობუსით განახლდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის ავტოპარკის განახლება და სერვისების განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.

„მიკროავტობუსების ნაწილი მოემსახურება ხელვაჩაურის 64 სოფელს. 38 ერთეული მიკროავტობუსით კი, დამატებით შეიქმნება ქალაქის 5 ახალი მარშრუტი, რომელიც ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე იმოძრავებს.

ახალ მიკროავტობუსებზე 250 მძღოლი დასაქმდება.

2018-2023 წლებში ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი 150 ერთეულამდე ახალი ავტობუსით განახლდა, მათ შორის 8 ერთეული ელექტრო ავტობუსი. ასევე, იგეგმება 25 ერთეული M3 კატეგორიის 12 მეტრიანი "EURO 5"-ის სტანდარტის ავტობუსის შემოყვანა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება