კობა კობალაძემ და მიხაილო ხარიშინმა საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს

უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, მიხაილო ხარიშინმა და უკრაინის სამხედრო ატაშემ, გენერალ-მაიორმა სერგეი კრავჩუკმა ლისის ტბაზე, საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკში, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მემორიალთან, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, ვეტერანები და მოქალაქეები.

ინფორმაციისთვის, 29 აგვისტო, უკრაინის დამცველების ხსოვნის დღედ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოცხადდა. ლისის ტბაზე, ლისი დეველოპმენტის მხარდაჭერით, საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების სახელობის პარკი, 2023 წლის 29 აპრილს გაიხსნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს