მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს იმერეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარუდგინა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა ტყემალაძემ, იმერეთის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ზალკალიანი, რეგიონის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და თანამშრომლებს რწმუნებულის ადმინისტრაციაში წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიკა ტყემალაძემ ლევან ზალკალიანს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

წარდგენის დროს ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პრიორიტეტებით გათვალისწინებულ პროექტებზე.

„იმერეთის რეგიონში მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარვუდგინე სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე ლევან ზალკალიანი. ლევანი იმერეთის მკვიდრია, დაბადებული და გაზრდილია ქუთაისში, მან კარგად იცის იმერეთის მოსახლეობის საჭიროებები, ლევან ზალკალიანს მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია აქვს, კარიერის განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს, მათ შორის მუშაობდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე, ასევე, უკანასკნელ პერიოდში იყო ცაგერის მერი.

დარწმუნებული ვარ მისი საქმიანობა ახალ პოსტზე იქნება ნაყოფიერი. ეფექტურად შეძლებს იმერეთის რეგიონის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხების გადაწყვეტის პროცესის კოორდინაციას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის,“-განაცხადა ნიკა ტყემალაძემ.

ამასთან, ლევან ზალკანიანმა მთავრობასა და მმართველ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ,,ქართულ ოცნებას” ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. სრულიად გათავისებული მაქვს ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ყველანაირად ვეცდებით და მთელი გუნდით გავაგრძელებთ იმ მიმართულებით სვლას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი. ეს არის ეროვნული იდენტობა, ეს არის სუვერენიტეტი, ეს არის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა.

რაც შეეხება იმერეთს ვიცნობ თუ არა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცნობ. ქუთაისში დაბადებული ვარ და როგორც ეს ქალაქი, ასევე მხარე ჩემთვის კარგად ნაცნობია. მე გავეცანი მხარის განვითარების მიმართულებით რა პროექტები ხორციელდება და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მიმდინარე პროექტი ორიენტირებულია მოსახლეობის საჭიროებებზე. ამისთვის დიდი მადლობა ზვიად შალამბერიძეს. უახლოეს პერიოდში ვაპირებ მუნიციპალიტეტებში გავმართო გასვლითი შეხვედრები და ადგილზე გავეცნო მიმდინარე საკითხებს,” - აღნიშნა მედიასთან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა.

რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხუთწლიანი მუშაობისთვის მადლობა იმერეთის უკვე ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძესაც გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის