ქეთევან თურაზაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ქვეყნისთვის ღირსეული გადაწყვეტილება და „აგენტების კანონის“ მოქმედება დროებით მაინც შეაჩეროს

საკონსტიტუციო სასამართლოს ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ქვეყნისთვის ღირსეული გადაწყვეტილება და ,,აგენტების კანონის“ მოქმედება დროებით მაინც შეაჩეროს,- ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს ,,ქართული ოცნებისთვის“ ეს იქნება შანსი, შეწყვიტოს საკუთარი ქვეყნის დაზიანება და ცივილიზებული სამყაროს სანქციები თავიდან აიცილოს.

„ჩვენს კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ ყველა კონსტიტუციური ორგანო თუ ინსტიტუტი ვალდებულია, თავის უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. შესაბამისად, ყველა ისეთი გადაწყვეტილება, მით უფრო პარლამენტის მხრიდან მიღებული კანონმდებლობა, რომელიც აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს, შეიძლება კონსტიტუციის მიხედვით დარღვევად ჩაითვალოს.

საქართველოს პარლამენტმა არ შეისმინა მოსახლეობის თხოვნა, მოთხოვნა, არაფრად მიიჩნია ახალგაზრდების მოსაზრება და მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსეთის დავალებით, საკუთარი მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ ერთპიროვნულად მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება და დაამტკიცა კანონი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მთავარ პრინციპებთან; კანონი, რომელიც არათუ ხელს უწყობს ევროინტეგრაციის პროცესს, პირიქით, აფერხებს ამ გზაზე საქართველოს წინსვლას.

შესაბამისად, ჩვენგან, ოპოზიციურ პარტიების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება სავსებით ლოგიკურია, რადგან ეს კანონი ნამდვილად არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოლოდინები არ გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიანად მიუდგება ამ საკითხს და ჩვენს სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს და დროებით მაინც შეაჩერებს ამ კანონის მოქმედებას, ჩვენ მაინც უნდა გვეცადა და მიგვემართა ყველა კანონიერი გზისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა კი ერთ-ერთი გზა, ნამდვილად, იყო.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივად სწორად მიუდგება ამ შემთხვევას, ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს ქვეყნისთვის ღირსეული გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე წელში გამართავს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი