თინა ბოკუჩავა - აშშ-ს ფინანსური დახმარების სახით საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 6,2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება, მაგრამ სტრატეგიულ პარტნიორებს დახმარების შეჩერება უწევთ

აშშ-ს ფინანსური დახმარების სახით საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 6,2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უამრავ სასარგებლო პროექტს ხმარდება, მაგრამ დღეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს „რუსული კანონის“ და პრორუსული ხელისუფლების გამო, ამგვარი დახმარების შეჩერება უწევთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა ამერიკულ და დასავლურ ორგანიზაციებზე არის კიდევ ერთი გამოვლინება „ქართული ოცნების“ საგარეო კურსის ცვლილების, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი.

„მრავალი წლის მანძილზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს ფინანსური დახმარების სახით საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 6,2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უამრავ სასარგებლო პროექტს ხმარდება, როგორიც არის საავადმყოფოებისა და სკოლების აღდგენა, ეკლესიების რეაბილიტაცია, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს, ნაცვლად ამგვარი დაფინანსების და დახმარების გაზრდისა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს „რუსული კანონის“ და პრორუსული ხელისუფლების გამო, ამგვარი დახმარების შეჩერება უწევთ. სამწუხაროდ, ეს თავდასხმა ამერიკულ და დასავლურ ორგანიზაციებზე არის კიდევ ერთი გამოვლინება „ქართული ოცნების“ საგარეო კურსის ცვლილების, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო არის „რუსული კანონი“, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გარდა ამისა, ბოკუჩავას შეფასებით, „ქართული ოცნება“ დევნის ქალებს პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, ქვეყნიდან“.

„ქვეყანაში, სადაც შემაშფოთებელ ნიშნულზე გვაქვს ფემიციდის ნიშნული, სადაც ქალებზე ძალადობენ, ხელისუფლებამ სამიზნედ ისევ ქალები აირჩია, გააუქმა კვოტირება და დევნის ქალებს პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, ქვეყნიდან, რადგან ემიგრაციაში მყოფთა 60% ქალია. „ქართული ოცნებისგან“ მხრიდან ქალების ამოღება მიზანში შემთხვევითი ნამდვილად არ არის და გაგრძელებაა იმ მიზოგინიური, ქალთმოძულე პოლიტიკისა, რასაც ის ბოლო პერიოდში ატარებს. რაც შეეხება კამპანიას, ჩვენი ამოცანაა, რომ ხალხამდე მშვიდად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და გადავარჩინოთ ევროპული მომავალი“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო