თამარ კორძაია - საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს - თუ ეს ასე არ მოხდება, ევროკავშირის კარი გაურკვეველი ვადით დაგვეხურება

საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც დღეს შეუძლია ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის მიღებით ქვეყანა საერთაშორისო ხელშეკრულებებს არღვევს.

„ჩვენ, პარლამენტის წევრები, როგორც კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, ამ სარჩელით მივიჩნევთ, რომ ვასრულებთ ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც 78-ე მუხლმა დაგვიწესა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც დღეს შეუძლია ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს. თუ ეს ასე არ მოხდება, უბრალოდ, ჩვენ დაგვეხურება ევროკავშირის კარი, გაურკვეველი ვადით.

ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობა და ამ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობა, უბრალოდ გამორიცხულია ფუნდამენტური უფლებების დარღვევის პირობებში. ჩვენ, კონსტიტუციურ ორგანოებს 78-ე მუხლი გვავალდებულებს ყველა ზომა მივიღოთ იმისთვის, რომ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრი. წევრობა ხდება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების გზით. ამ კანონის მიღებით, ჩვენ ვარღვევთ საერთაშორისო ხელშეკრულებებს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა