საქართველოს საბანკო ასოციაციამ და სომხეთის ბანკების გაერთიანებამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

დღეს საქართველოს საბანკო ასოციაციამ და სომხეთის ბანკების გაერთიანებამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი ორი ქვეყნის საბანკო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

სომხეთის ბანკების გაერთიანების თავმჯდომარე დანიელ აზატიანი და ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქრისტინე ბეგლარიანი საქართველოს ესტუმრენ, შეხვედრას საქართველოს საბანკო ასოციაციამ უმასპინძლა.

საქართველოს საბანკო ასოციაციის გუნდმა სტუმრებს ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკები და სტრატეგიული მიმართულებები გააცნო. მონაწილეები ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და ბიზნეს პარტნიორობების გაფართოვებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა იმ გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს, რომელშიც საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონის მასშტაბით მოწინავეა - მათ შორისაა გაციფრულება, კიბერუსაფრთხოება, ღია ბანკინგი, ESG, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა.

2024 წელს საქართველოს საბანკო ასოციაციას თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების მიზნით რამდენიმე სხვა ქვეყნის ასოციაციაც ესტუმრა.

(R)

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა