ანა ნაცვლიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იქნება მოწმე იმისა, როგორ ინგრევა კონსტიტუცია და როგორ ანგრევენ სახელმწიფოს - თქვენ გაქვთ ვალდებულება, იმოქმედოთ ახლა, მყისიერად

დღეს ჩვენ ვიმყოფებით საუკუნის პროცესზე, რომელსაც ჰქვია საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იქნება მოწმე იმისა, როგორ ინგრევა კონსტიტუცია და მასთან ერთად, როგორ ანგრევენ სახელმწიფოს, კონსტიტუციის ძალით თქვენ გაქვთ ვალდებულება, იმოქმედოთ ახლა, მყისიერად,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ სასამართლო აღნიშნული კანონის სადავო ნორმების მოქმედებას არ შეაჩერებს, ეს სახელმწიფოსთვის შეუქცევად ზიანს გამოიწვევს.

„როდესაც კანონი ასეთ მძიმე, შეუქცევად ზიანს აყენებს ქვეყანას, მისი არშეჩერება შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ცნობილი შეფასება მართლმსაჯულებისა, რომ გადადებული სამართალი არის წართმეული სამართალი. ამ კანონის მოქმედების გაგრძელება იქნება წართმეული სამართალი მოსარჩელეებისთვის. აქ და ახლაა მნიშვნელოვანი დავიცვათ სიკეთე, რომელსაც იცავს 78-ე მუხლი და კონსტიტუციის არაერთი სხვა ნორმა. ჩვენ ვართ საუკუნის პროცესის მონაწილენი და ამაყი ვარ, რომ ამ პროცესის ნაწილი ვარ, ამ პროცესში ყველა თვითონ ვირჩევთ საკუთარ როლს. პატივცემული სასამართლოც თვითონ აირჩევს საკუთარ როლს. ეს როლი შეიძლება იყოს ნებისმიერი, გარდა ერთისა - თქვენ ვერ აირჩევთ მოწმის როლს. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იქნება მოწმე იმისა, როგორ ინგრევა კონსტიტუცია და მასთან ერთად, როგორ ანგრევენ სახელმწიფოს. კონსტიტუციის ძალით თქვენ გაქვთ ვალდებულება, იმოქმედოთ. იმოქმედოთ ახლა, მყისიერად“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ნაცვლიშვილმა დღეს მიმდინარე პროცესები გასული საუკუნის მოვლენებს შეადარა და დაასახელა ისტორიული მაგალითები, როდესაც საზოგადო მოღვაწეები სხვადასხვა ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს და დახვრიტეს.

„საიდან აქვს რომელიმე ხელისუფალს მორალური, გნებავთ სამართლებრივი უფლება, რომ გაიმეოროს ამ ქვეყანაში რეპრესიული წარსული? საიდან ან რა ლეგიტიმაცია აქვს, ათასობით მოქალაქე მტკიცებულების, სასამართლოს გარეშე გამოაცხადოს უცხოდ, არათავისად, საეჭვოდ, უსამშობლოდ და მოღალატედ. გამოაცხადოს ასეთებად ის ადამიანები, რომლებიც ერთადერთ რამეს ემსახურებიან ამ ქვეყანაში - თავიანთი თანამოქალაქეების უსასყიდლოდ დახმარებას“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?