ანონსი  30 აგვისტო

30 აგვისტოს, 10:30 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია განცხადებას გააკეთებს.

საკონტაქტო: 591 949 591 თამარ კორძაია

30 აგვისტოს, 11:00 საათზე, სარფში, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე განცხადებას გააკეთებენ.

თემა: "მაღალი ფასები".

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია 555 602 634

30 აგვისტოს, 11:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გაგრძელდება.

30 აგვისტოს, 11:00 საათზე, კოალიციის „ძლიერი საქართველო“ ცენტრალურ შტაბში (თბილისი ცენტრალი), „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ბრიფინგს გამართავს:

თემა: „საჯარო სამსახურში საარჩევნოდ რეკორდულად გაზრდილი შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება“.

30 აგვისტოს, 12:30 საათზე, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართ 4.

საკონტაქტო: 598 733 902 ნათია ქაქუჩაია

30 აგვისტოს, 13:30 საათზე, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: ქ. ბათუმი, საკონსტიტუციო სასამართლო

საკ: სოფო ჯაფარიძე 577 320 303

30 აგვისტოს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის დავით კირთაძის მიერ გასაჩივრებული ცესკოს განკარგულება განიხილება, "არათანაბარ პირობებში ცესკოს პარტიული წარმომადგენლების შესახებ". პროცესზე წარმომადგენელი იქნება ლაშა ტყეშელაძე.

საკონტაქტო: ლაშა ტყეშელაძე 557 559 559

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს