პეტრ პაველი - უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი. ეს F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებსაც ეხება, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

„თუკი, გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, ჩვენ გვინდა დავეხმაროთ უკრაინას აგრესიისგან თავდაცვაში და დავეხმაროთ მას მატერიალური მომარაგებით და არა საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობით, მაშინ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ეს იარაღი“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთი რომ უკრაინაში არ შეჭრილიყო, უკრაინელ სამხედროებს არ მოუწევდათ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე თავდასხმა.

შეგახსენებთ, უკრაინა მუშაობს დასავლეთის ქვეყნებიდან ნებართვის მისაღებად, რომ მათგან მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ლეგიტიმური სამიზნეების დასარტყმელად გამოიყენოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს