ალექსანდრ სირსკი - საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყველაზე რთული მდგომარეობა პოკროვსკის მიმართულებითაა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ პოკროვსკის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ახლა საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყველაზე რთული წერტილია.

„ბრძოლა უკიდურესად მძიმეა. მტერი ბრძოლაში იყენებს ყველაფერს, რითაც თავდასხმა შეუძლია და ცდილობს, ჩვენი ჯარების თავდაცვა გაარღვიოს“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, ზედიზედ რამდენიმე დღე მუშაობდა ბრიგადებში, რომლებიც ამ მიმართულებით თავდაცვის ახორციელებდნენ.

„შტაბებში მუშაობა თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდება, მუდმივად გვიწევს არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება თავდაცვის გასაძლიერებლად და მტრის გასანადგურებლად“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, ასეთ პირობებში უმთავრესი ამოცანაა ფრონტის ურთულეს სექტორებში ჯარების თავდაცვის გაძლიერება, ბრიგადებისთვის საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალისა და სხვა საშუალებების მიწოდება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა