ისრაელი  ღაზაში „ჰუმანიტარულ პაუზას“ დათანხმდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, ისრაელი ღაზას სექტორში ე.წ. „ჰუმანიტარულ პაუზებს“ დათანხმდა იმ მიზნით, რომ ბავშვები პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრან.

ჯანმო-ს მაღალჩინოსანმა რიკ პეპერკორნმა განმარტა, რომ კამპანია ღაზას სექტორში, დაახლოებით, 640 000 ბავშვის ვაქცინაციას ისახავს მიზნად.

ვაქცინაცია სამ ეტაპად განხორციელდება ღაზას სექტორის ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში და ყოველი ეტაპის განმავლობაში ბრძოლა ზედიზედ სამი დღის განმავლობაში შეჩერდება ადგილობრივი დროით 06:00 საათიდან 15:00 საათამდე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაერო-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 10 თვის ბავშვი, პოლიომიელიტის ვირუსით დაავადდა. ეს ღაზაში პოლიომიელიტის პირველი შემთხვევაა ბოლო 25 წლის განმავლობაში. პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ჩასატარებლად გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მხარეებს „ჰუმანიტარული პაუზისკენ“ მოუწოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს