წეროვანში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგორი-ქურთას 3 ბრიგადიანი ფილიალის 40 თანამშრომელი მუშაობას ახალ სამუშაო პირობებში გააგრძელებს.

“წეროვანის რაიონული სამსახურის ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული, რომელიც განახლებული ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლის პერიოდი გამოძახებიდან, დანიშნულების ადგილამდე კიდევ უფრო შემცირდება”, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინისტრი სასწრაფო დახმარების ახალ შენობაში ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ტორუასთან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრთან დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან დიმიტრი ზურაბიშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად იმყოფებოდა.

პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე