ისრაელმა ლიბანში სარაკეტო გამშვებებს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, წუხელ ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ რამდენიმე სარაკეტო გამშვებს დაარტყეს.

ერთ-ერთი დარტყმის შედეგად, გამშვებიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაფრინდა. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ერთმა რაკეტამ საზღვარი გადაკვეთა და მიგდალ ტეფენის ინდუსტრიულ ზონასთან ახლოს ღია ტერიტორიას დაარტყა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს