თამარ კორძაია - დღევანდელ სხდომაზე ენათმეცნიერს მოვუსმენთ - გუშინდელი არაკვალიფიციური განმარტების შემდეგ მნიშვნელოვანია დასაბუთება, რომ კანონში ჩაწერილი ტერმინი არის ნეგატიური დატვირთვის მქონე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ გაუქმების მოთხოვნით სხდომა გრძელდება, დღეს ფილოლოგს მოუსმენენ.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, პირველ სხდომაზე იმდენად არაკვალიფიციური განმარტება მოისმინეს, რომ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ აღნიშნულ კანონში თითოეული ტერმინი არის ნეგატიური დატვირთვის მქონე.

„ჩვენ დავინახეთ, რომ პარლამენტის წარმომადგენლებს არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ მოსარჩელის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცე დასაბუთებასთან მიმართებაში. სამწუხაროდ, მოვისმინეთ კანონის ტერმინების ისეთი განმარტება, რომელიც არანაირ გონივრულ ფარგლებში არ ჯდება. დღეს, ჩვენ სასამართლოში სპეციალისტის სახით წარმოვადგენთ მეცნიერს, რომელიც დაასაბუთებს, რომ ტერმინოლოგიურად ეს კანონი არის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური დატვირთვის მატარებელი.

სპეციალისტი, ფილოლოგი, მეცნიერი ისაუბრებს თითოეული ტერმინის ნეგატიურ დატვირთვაზე. სამწუხაროდ, გუშინდელი არაკვალიფიციური განმარტებების შემდეგ დღეს კიდევ უფრო სასიცოცხლო ხდება კვალიფიციური მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ თითოეული ტერმინი არის ნეგატიური დატვირთვის მქონე ამ კანონში.

გარდა ამისა, დღეს დაიკითხებიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისინი ილაპარაკებენ მხოლოდ დეტალურ და ტექნიკურ საკითხებზე და მათ არ აქვთ უფლებამოსილება ისაუბრონ ნორმის კონსტიტუციურობასთან მიმართებაში. ამიტომ, მათი გამოკითხვა ჩვენი განხილვისთვის არსებითი არ არის იმიტომ, რომ ნორმის კონსტიტუციურობაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დღეს ვერ იმსჯელებენ“, - განაცხადა კორძაიამ.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზეც პრეზიდენტის, ოპოზიციის, მესამე სექტორის, პარლამენტისა და საგამოძიებო მედიის წარმომადგენლები სრულად იქნებიან წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით სხდომა გრძელდება. სარჩელი სასამართლოში პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს. სასამართლოში მოპასუხე მხარეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არსებული სპეციალური ჯგუფი წარმოადგენს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის