ღვინის ეროვნული სააგენტო - კახეთში სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი მევენახე ფერმერებმა სრულად დააბინავეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებით, 23-24 აგვისტოს კახეთის რეგიონში მოსული ძლიერი სეტყვისა და ქარისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" ოპერატიულად, სტიქიის მეორე დღიდანვე დაიწყო. ყვარლის, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში დასეტყვილ ყურძენს კომპანია თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 2 ლოკაციაზე იბარებდა. მევენახეებმა დაზიანებული, არაკონდიციური 1 კგ ყურძენი 1.00 ლარად ჩააბარეს.

30 აგვისტოს მდგომარეობით, სულ გადამუშავებულია 1800 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი.

აღსანიშნავია, რომ 23 აგვისტოს კახეთის რეგიონში განვითარებულმა სტიქიამ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ყურძენი დააზიანა. წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 120 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის მიმდინარეობის დროს ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამურად, 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული. ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნის მოთხოვნით, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 200-მდე ღვინის საწარმო.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო