გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აგვისტოს 11:00-დან 17:00 საათამდე, აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში სეთურნი, ქუმლისციხე, ქვეშეთი, მთავარცლა, გუდაური და მიმდებარე სოფლებში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში, ზაჰესსა და მუხათგვერდში. ასევე, 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!