500 Global in Eurasia სტარტაპებისთვის B2B გაყიდვების მასტერკლასს გამართავს

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა 500 Global in Eurasia 11 სექტემბერს ონლაინ მასტერკლასს, სახელწოდებით „ნავიგაცია B2B გაყიდვებში: გზა შეთავაზებიდან შეთანხმებამდე“ გამართავს.

მათივე ცნობით, მასტერკლასს 500 Global in Eurasia-ს მენტორი, ბრიანა სალინასი გაუძღვება და სტარტაპერებს ზრდაზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების სტრატეგიებს გააცნობს.

„მასტერკლასზე განხილული იქნება ეფექტური შეთავაზების შექმნის, მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და შეთანხმებების წარმატებით დასრულების საკითხები. გარდა ამისა, დამსწრეები შეიტყობენ მეტს გაყიდვების არხების ოპტიმიზაციაზე; გაეცნობიან მომხმარებლების მხრიდან ყიდვის პროცესსა და ბიზნესების გაყიდვების სტრატეგიებს შორის განსხვავებებს, ამასთან შეძლებენ, ცხადი წარმოდგენა შეიქმნან იმაზე, თუ ვინაა მათი სამიზნე აუდიტორია, როგორ შეიძლება მათი მოზიდვა და შენარჩუნება.

ბრიანა სალინასს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საერთაშორისო გუნდების შექმნაში, ასევე იყო არაერთი კომპანიის მრჩეველი გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით. წარსულში მუშაობდა YCombinator-ის მიერ მხარდაჭერილ კომპანიებში, რომელთა კლიენტებს შორის იყვნენ Google, Dropbox, Staples, Stripe, Ebay, Paycor და Gusto. ბრიანა ასევე მენტორობას უწევდა სტარტაპებს, რომელთა შორის არაერთი „უნიკორნადაც“ იქცა.

B2B გაყიდვების შეხვედრა საქართველოს დროით 19:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. დასწრება თავისუფალია.

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia რეგიონული აქსელერაციის პროგრამაა, რომელიც საქართველოს ბანკთან და GITA-სთან პარტნიორობით შეიქმნა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სტარტაპების გაძლიერებასა და მათი სრული პოტენციალის ათვისებას ევროპისა და აზიის რეგიონში, მისცეს წვდომა ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტზე, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ზრდაში დაეხმარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს