გიორგი დავითური - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ლექსიკა არის შეურაცხმყოფელი, საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, ხოლო კანონის მექანიზმები იმ მიზნებს ემსახურება, რა მიზანიც რუსეთში მიღებულ კანონს ჰქონდა

გუშინდელმა სხდომამ წარმოაჩინა, რომ ნებისმიერი სამართლისმცოდნისთვის თუ ქართულის ენის საშუალოდ მცოდნე ადამიანისთვის ცხადია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ლექსიკა არის შეურაცხმყოფელი, საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, ხოლო კანონის მექანიზმები იმ მიზნების მიღწევას ემსახურება, რა მიზანიც რუსეთში მიღებულ კანონს ჰქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ სარჩელზე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, IDFI-ის იურისტმა გიორგი დავითურმა განუცხადა.

დავითურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის ნორმები ზრუდავს საქართველოს მოქალაქეების გაერთიანების უფლებას, ზღუდავს სიკეთის კეთებას და მედია ორგანიზაციების დამოუკიდებლობას.

“თუ კანონის აღსრულება დაიწყო, ის აუცილებლად შეუშლის ხელს ადამიანის უფლებას ილაპარაკოს საკუთარ პრობლემებზე, ილაპარაკოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემებზე. კანონის აღსრულება მიგვიყვანს იქამდე, სადაც საბოლოოდ რუსეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მივიდა. ჩვენთან ეს მოკლევადიან პერიოდში შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა გიორგი დავითურმა.

პარლამენტის მიერ, მმართველი უმრავლესობის ინიციატივითა და მხარდაჭერით მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. სასამართლო სხდომაზე გამოძახებულია იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის - არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით მოწვეულია ენათმეცნიერი, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში გამოყენებულ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება