სენაკის ტექნოპარკის ორგანიზებით, 2 სექტემბრიდან პროექტი „Startup Generation Senaki“ ჩატარდება

სენაკის ტექნოპარკის ორგანიზებით, 2 სექტემბრიდან პროექტი „Startup Generation Senaki“ ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წელს ზემოთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ, ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

„პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებში, რომლებიც სტარტაპის შექმნით არიან დაინტერესებული, ინოვაციური აზროვნების, იდეების გენერირების და სტარტაპის შექმნის ძირითადი უნარების განვითარება.

ასევე, მონაწილეებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ინოვატორების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში და რეგიონული სტარტაპების ფორმირება/განვითარება.

„Startup Generation“ გულისხმობს 35-მდე ბენეფიციარისათვის 1-თვიან პროგრამას, სატრენინგო შეხვედრებსა და დისტანციურ მენტორშიფს, რომელიც დაეხმარება მათ განავითარონ საკუთარი ინოვაციური ბიზნეს იდეები, შექმნან ტექნოლოგიური პროექტები. პროექტის ბოლოს ჩატარდება დემო დღე, სადაც მონაწილეები ჟიურის და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს გააცნობენ საკუთარ სტარტაპ იდეებს. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზები.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წელს ზემოთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ, ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31.08.2024. სარეგისტრაციო ბმული: https://apps.mygita.ge/zs/ADBq2c

პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებითა და „Master Education“ ორგანიზებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს