ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, 30-31 აგვისტოს, ზაფხულის ზღვისპირა საღამოები ჩატარდება

ქალაქ ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, 30-31 აგვისტოს, ზაფხულის ზღვისპირა საღამოები ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება არის ფოთში, ზაფხულის სეზონის კულმინაცია.

მათივე ცნობით, 30 აგვისტოს მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ჯგუფი „რეგიონი“, ბენდი „ერთი მეოთხედი“ და ლინდა ადამია.

„ასევე, 30 აგვისტოს, 19:00 საათიდან მალთაყვის სანაპიროზე გაიმართება - ზაფხულის თამაშები 2024-ის ტურნირებში საპრიზო ადგილებზე გასული გუნდებისა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეების დაჯილდოება.

31 აგვისტოს კი პირველად ფოთში გაიმართება გრანდიოზული სპორტული ღონისძიება MMA - შერეული საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრი. დღის ბოლოს კი გაიმართება: რეპერების ტაჰას და ბანის კონცერტი. ორდღიან ზღვისპირა საღამოს დაასრულებს DJ Leon Twin-ის შოუ.

ზაფხულის ზღვისპირა საღამოები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიება კერძო სექტორის თანასპონსორობითა და ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ზაფხულის საღამოების თანასპონსორები არიან: კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური - „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ და „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმიტედ საქართველო“, ხოლო ღონისძიების მხარდამჭერები გახლავთ ლოჯისტიკური კომპანიები: „ლოჯისტექსი“, „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთი“, „კავტრექს ფოთი“, „ექსპრეს ტრანს შიფმენთი“, „კაისა 2“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა