აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს დებულებას დელიმიტაციის კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს დებულებას საზღვრის დელიმიტაციის კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ სახელმწიფო კომისიის მე-8 სხდომის ოქმისა და სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე კომისიის ოქმის მიხედვით, რომელსაც ხელი 2024 წლის 19 აპრილს მოეწერა, კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ დებულებაზე შეთანხმების მიღწევაზე მუშაობა დასრულდა“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

კომისიის ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებმა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებაზე მუშაობა დაიწყეს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი