საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას, ეკა ბესელიასა და მოპასუხე მხარეს შორის კამათი მოჰყვა

სამართლისაგან დაცლილი განცხადებაა, კანონი უცხო სამკაულს და უცხო ვარცხნილობას შეადარო - აი, რა არის სამართლისგან დაცლილი! - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ მოპასუხე მხარეს - პარლამენტის აპარატის წარმომადგენელს ლევან ღავთაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინდელ განხილვაზე სამართლისაგან დაცლილი განცხადებები მოისმინეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე კამათი იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც გამოხატა სურვილი იმისა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, მტკიცებულებათა სტანდარტზეც ესაუბრა.

ძამაშვილს საუბარი ბესელიამ გააწყვეტინა, რომელმაც სასამართლოსგან მოითხოვა უზრუნველეყო, რომ იუსტიციის სამინისტროს საკუთარი მანდატის ფარგლებში ესაუბრა. როგორც ბესელიამ განმარტა, იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს მტკიცებულების დასაშვებობის სტანდარტი, იუსტიციის მინისტრის მოადგილის მანდატი არ იყო და მას ამ თემაზე არ უნდა ესაუბრა.

დისკუსიაში პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ლევან ღავთაძეც ჩაერთო, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლოს გადასაწყვეტია, ვინ რას ისაუბრებს.

“იმის მიუხედავად, რომ გუშინ ჩვენ სამართლისგან დაცლილი განცხადებები მოვისმინეთ, ჩვენი თავისთვის არ გვიკადრებია, რომ გამომსვლელს საუბარში ჩავჭროდით. სასამართლომ მიიღოს ზომა, სხდომა აკადემიურ და კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს. თუ გინდათ სამართლებრივად საუბარი, ნუ გაგვიკონტროლებთ აზრს, ჩვენ რას ვიტყვით“, - განაცხადა ლევან ღავთაძემ, რაზეც ბესელიამ მიმართა, რომ “სამართლისაგან დაცლილი განცხადებაა, კანონი უცხო სამკაულს და უცხო ვარცხნილობას შეადარო“.

კამათისას სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ აღნიშნა, რომ სასამართლო “აზრის პოლიცია არ არის“.

“ჩვენ აზრის კონტროლს ვერ განვახორციელებთ. სასამართლო აზრის პოლიცია არ არის. ყველა ამბობს იმისა, რისი თქმაც უნდა სასამართლოს წინაშე და თუ ჩავთვალეთ, რომ საკითხებს სცდება, შენიშვნას მივცემთ“, - განაცხადა ტურავამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება