თინა ბოკუჩავა - ადამიანები ყოველდღიურად იძულებულები არიან გადავიდნენ თურქეთში მედიკამენტებზე, საკვებ პროდუქტებზე, რადგან საქართველოში არის ხელოვნურად გაზრდილი ფასები ივანიშვილის მონოპოლიის გამო

ადამიანები ყოველდღიურად იძულებულები არიან გადავიდნენ თურქეთში მედიკამენტებზე, საკვებ პროდუქტებზე, რადგან საქართველოში არის ხელოვნურად გაზრდილი ფასები ივანიშვილის მონოპოლიის გამო, სადაც ეკონომიკა მუშაობს მხოლოდ მასზე, მხოლოდ მის გარემოცვაზე. 26 ოქტომბერი არის შანსი უარი ვთქვათ გაჭირვებაზე და ავირჩიოთ ევროპული კეთილდღეობა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სარფში განაცხადა.

თინა ბოკუჩავამ, „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან ბრიფინგი გამართა.

„ვიმყოფებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, სადაც არის უზარმაზარი რიგი, მაგრამ როგორც არაერთმა ადამიანმა გვითხრა დღეს, რომელსაც დღეს გავესაუბრეთ, როგორც წესი, არის კიდევ უფრო დიდი რიგები, რასაც იწვევს გაჭირვება, სიღატაკე, სიდუხჭირე, რასაც ადამიანები ებრძვიან და იძულებულები არიან გადავიდნენ თურქეთში მედიკამენტებზე, საკვებ პროდუქტებზე. იგივე ხდებოდა ცოტახნის წინ, როდესაც ვიყავი ვალეში, ახალციხეში, სადაც საზღვარზე უამრავი ადამიანი გადადის ელემენტარული პირველადი მოხმარების პროდუქტების საყიდლად თურქეთში, რადგან საქართველოში არის ხელოვნურად გაზრდილი ფასები იმ მონოპოლიების გამო, რომელიც შექმნა ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ, სადაც ეკონომიკა მუშაობს მხოლოდ მასზე, მხოლოდ მის გარემოცვაზე. ყველა ვისაც ვხვდებით გვეუბნებიან, რომ 26 ოქტომბერი არის შანსი ვთქვათ უარი ამ სიღატაკეზე, რომელიც გამოიწვია ივანიშვილის პოლიტიკამ და მოვიპოვოთ კეთილდღეობა ევროპაში. ეს არის რეალურად ის არჩევანი, რომელზეც ყველა საუბრობს, რომლებსაც აქვს ცვლილებების შანსი და რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რომ ეს ცვლილებები ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით. არჩევანი არის ნათელი - ევროპული კეთილდღეობა ან სიღატაკე იზოლაციაში და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს საქართველოს თითოეული მოქალაქე და უარს ეტყვის იმ გაჭირვებას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ყველგან, სადაც ჩავდივართ", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო