პეტრე ცისკარიშვილი - ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება დაპაუზებულია და ყველა ელოდება არჩევნებს, როცა ხალხმა, ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა თქვას საბოლოო სიტყვა, რა გვინდა - იზოლაცია და სიღატაკე თუ კეთილდღეობა და ევროპა

ფაქტია, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება დაპაუზებულია და ყველა ელოდება 26 ოქტომბრის არჩევნებს, როცა ხალხმა, ჩვენმა ამომრჩეველმა, უნდა თქვას საბოლოო სიტყვა, რა გვინდა- იზოლაცია და სიღატაკე თუ კეთილდღეობა და ევროპა, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთიდანაც არაერთხელ გაკეთდა განცხადებები საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის შესახებ.

"ჟოზეფ ბორელის განცხადებამდე იყო მრავალი სხვა განცხადება ევროპის ქვეყნებიდან, ისევე როგორც შეერთებული შტატებიდან, რომ საქართველომ რუსული კანონის მიღების ფონზე კურსი შეცვალა, შემდეგ შეცვალა თავისი საგარეო ტრაექტორია და რომ შეჩერებულია, დაპაუზებულია ჩვენი ევროინტეგრაცია. ეს არის განცხადებები, რომლებიც პრაქტიკულად, მტკიცებულებებად უნდა იყოს გამოყენებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში, იმიტომ რომ, თუ ჩვენ გვაინტერესებს, მიდის თუ არა საქართველო ევროპისკენ და რუსულმა კანონმა დააზიანა თუ არა ეს კურსი, მაშინ პირველ რიგში, ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს - დაჯდეს მაგიდასთან და მოაწეროს ხელი, რომ საქართველო მიდის ევროკავშირისკენ, მიაღწია სტანდარტებს და აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რაც გაწევრიანებისთვის მოეთხოვება”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმების მოთხოვნით მიმდინარე პროცესზე, ცისკარიშვილის თქმით, სასამართლო სხდომაზე “იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სიტყვებით ჟონგლიორობა ვხედავთ”.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ