ეკა ბესელია სასამართლოს - მე არა ვარ ის, ვინც წესები არ იცის - თუ სასამართლოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იმისთვის მოიყვანეთ, რომ პარლამენტს დაეხმაროს, მაშინ პარლამენტის მხარეს გადასვით

მე არა ვარ ის, ვინც აქ წესები არ იცის - თუ სასამართლოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იმისთვის მოიყვანეთ, რომ პარლამენტს დაეხმაროს, მაშინ პარლამენტის მხარეს გადასვით! - ეს მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ დააყენა. ბესელიამ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ბექა ძამაშვილს სიტყვა მეორედ მას შემდეგ შეაწყვეტინა, რაც ამ უკანასკნელმა გამოხატა საკუთარი პოზიცია, თუ რატომ არ იწვევს სტიგმატიზებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი.

როგორც ბესელიამ განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის სამინისტრო კანონის აღმსრულებელი უწყებაა, მინისტრის მოადგილეს სწორედ აღსრულების საკითხებზე უნდა ესაუბრა და ის სასამართლოში იმისთვის არ იყო მიწვეული, განემარტა, რა იგულისხმა კანონის ავტორმა კანონის სათაურში. ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომ ადგილი ჰქონდა პროცედურის დარღვევას. "გავიგე, რომ ის იმისთვის მოვიდა, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარეს (პარლამენტს) მოეხმაროს. მაშინ ამას დავარქვათ სახელი და თვალებში ნაცარს ნუ გვაყრით! სტიგმატიზების საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მისი განსამარტია?! ამ განმარტებას მოპასუხე მხარე უნდა აკეთებდეს. ძალიან კარგად ვიცი, ვინ რას განმარტავს და როგორმე ვარკვევთ, რომელ უწყებას რა კომპეტენცია გააჩნია. ერთმანეთს მართლა პატივი ვცეთ - არა მგონია, მაგდენი არ ვიცოდეთ, ვინ ვისთვის და რა ფორმატში სასაუბროდ მოდის აქ! თუ გინდათ ამას მდუმარედ ვუყურო, ამის იმედი ნუ გენებათ!" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ბესელიას პასუხად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მანანა კობახიძემ განმარტა, საჯარო უწყების წარმომადგენელს შეეძლო სარჩელთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია წარედგინა და ეთქვა, იზიარებს თუ არა სარჩელს. "ახლა ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვა პროცესებზე არ ხდება", - აღნიშნა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო