პროკურატურამ მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, წარულში მეუღლეზე ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ ერთ-ერთ პირს ესროლა, შემდეგ კი შურისძიების მოტივით მეუღლესა და კიდევ ერთ ადამიანს. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, სოფელ ახაშენში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეზე ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მ.მ.-ს, რომელიც იმ დროს ბრალდებულის სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის და შურისძიების მოტივით იარაღიდან ესროლა თავის მეუღლეს ფ.ტ.-ს. ორივე მათგანი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის შემდგომ, ცეცხლსასროლი იარაღით შეირაღებული ზ.ზ. საკუთარი ავტომობილით მივიდა „შატო ზეგაანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე მრავალჯერადი გასროლით ადგილზე მოკლა რ.კ.

დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „ლ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის, სამი პირის მიმართ და არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარემ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის