ბექა ოდიშარია საკონსტიტუციო სარჩელზე - ქარით მოტანილ არგუმენტებს მალე ქარი წაიღებს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

ბექა ოდიშარიას თქმით, მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლთან დაკავშირებით მოთხოვნა, რომელზეც ედავებოდნენ, სარჩელიდან თავად ამოიღო.

ოდიშარიას განცხადებით, ისმის კითხვა, არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ, დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი არ არღვევს თანასწორობას?

„საზოგადოებისთვის გაუგებარი რჩება, რატომ არის ქართული გამჭვირვალობის კანონი ანტიევროპული, რატომ აქვს კავშირი დემოკრატიის უკან დახევასთან? მათი მსუბუქი არგუმენტები გზადაგზა ქარწყლდება. თითიდან გამოწოვილი არგუმენტი დაახლოებით იმ წონისაა, როგორიც ქარის მოტანილია და რომელსაც ქარი წაიღებს. მაგალითად, კონსტიტუციის მე-11 მუხლი, თანასწორობის შესახებ, რომელზეც გვედავებოდნენ, რომ ვარღვევთ, მათ თავად ამოიღეს და ეს უკვე გახდა სიცილის, ქილიკის საგანი სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასა თუ, ზოგადად, საზოგადოებაში. მათ თავად გაიწვიეს ის, რითიც ამდენი თვის განმავლობაში ქართული კანონის წინააღმდეგ პოზიციონირებდნენ. ისმის კითხვა, არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე თუ, უბრალოდ, დაგვიანებულ ანალიზთან, რომ გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი არ არღვევს თანასწორობას? დანარჩენსაც, ქარით მოტანილ სხვა არგუმენტებსაც მალე ქარი წაიღებს, განსხვავებით კონკრეტული ბრალდებისგან, რომელსაც ქარიც არ დასჭირდა და სიომ წაიღო“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს