მაია ომიაძე - „მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან“

საქართველო პირველად მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფრომაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, 27 სექტემბერს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველოში მასშტაბური ღონისძიება გაიმართება.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ეწვევიან.

საქართველოში ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

„წელს, საქართველოს მთელი მსოფლიოდან მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან. საქართველოში ჩამოვლენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრები, მოადგილეები, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურისტული, მარკეტინგული კომპანიების, ავიაციის სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ჟურნალისტები. ჩვენ საქართველოს ვაპოზიციონერებთ, როგორც დანიშნულების ადგილს საქმიანი ტურიზმის კუთხით. ასეთი ღონისძიების მაღალ დონეზე მასპინძლობა კი ხაზს გაუსვამს საქართველოს პოპულარიზაციას, მოიზიდავს მეტ ტურისტს და საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდება საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, საქართველოში ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით.

ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება