„ახალი ერთობა - გვარამია, მელია“ ცესკოს და საჯარო რეესტრს მიმართავს

ჩვენ დავრეგისტრირდებით ცესკო-ში შემდეგი სახელწოდებით: „ახალი ერთობა- გვარამია, მელია“. წერილი დღეს მიმაქვს ცესკო-ში. გაგვატარონ „ახალი ერთობა-გვარამია, მელია“-ს სახელით და ამ სახელით დაგვარეგისტრირონ, მაგრამ როდესაც მივმართავთ შეცვლისთვის, უკვე შეცვლილი სახელით „კოალიცია ცვლილებებისთვის“ გაგვატარონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, “გირჩი”, “დროა“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, მანამდე მათ ორჯერ მიმართეს საჯარო რეესტრს სახელის ცვლილების შესახებ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ამის მიუხედავად, თენგო თევზაძის განმარტებით, ცესკოს რეგისტრაციისთვის მაინც მიმართავენ.

„საჯარო რეესტრს მოვუწოდებთ, დროზე მიიღოს გადაწყვეტილება, ვინაიდან გაითვალისწინოს კონტექსტი - არჩევნებია! ჩვენ 9 აგვისტოს მივმართეთ საჯარო რეესტრს სახელწოდების ცვლილების თაობაზე და ან გაატაროს რეგისტრაციაში ან არ გაატაროს, მაგრამ ერთი სიტყვით პასუხი გვითხრას. 20 აგვისტოს წერილობით კიდევ მივმართეთ, რომ რეაგირება მოეხდინათ, თუმცა არანაირი რეაგირება არ გაუკეთებიათ. ამის შემდეგ პრეზიდენტმა გამოსცა შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რითაც არჩევნები დანიშნა. არჩევნების დროს, 27 აგვისტოდან 30 აგვისტომდე ცესკო-ში უნდა გატარდეს პოლიტიკური პარტია იმ შემოკლებული სახელით, რომელიც აქვს პარტიას წესდებაში. ამიტომ, ცესკო-ს ვუთხარით ინფორმაციის სახით, რომ ჩვენ ახლა ვართ „ახალი ერთობა - მელია, გვარამია“, მაგრამ რადგანაც რეესტრი პასუხს აგვიანებს, მომავალში ვიქნებით „კოალიცია ცვილებისთვის“ და ამით გაგვატარეთ, რაიმე ხარვეზი და შეცდომა არ დაგვიდგინო-მეთქი. თუ ამას ასე არ გააკეთებს ან ერთი ან მეორე, ჩავთვლით, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობენ იმისათვის, რომ სამართლიანი და გამჭვირვალე არ იყოს [პროცესი] და ჩვენ თანასწორ პირობებში არ ვიყოთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით. პროცესი ახლა დაიწყო, ჩვენ დავრეგისტრირდებით ცესკო-ში „ახალი ერთობა- გვარამია, მელია“, ეს წერილი დღეს მიმაქვს ცესკო-ში, გაგვატარონ „ახალი ერთობა-გვარამია, მელია“-ს სახელით და ამ სახელით დაგვარეგისტრირონ, მაგრამ როდესაც მივმართავთ შეცვლისთვის, უკვე შეცვლილი გაგვატარონ და პრობლემა არ შეგვიქმნან. თუ შეცვლილი არ იქნება, მაშინ ძველი სახელით, „ახალი ერთობა-გვარამია, მელია“-ს სახელით მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს