ანა დოლიძე - „დამზადებულია საქართველოში“ ეს იდეა რეალობად უნდა ვაქციოთ

ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება შესაძლებელია, სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში შესაძლებელია, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ, გურიაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტისას განაცხადა.

,,ძლიერი საქართველოს“ წევრი ჩაი ,,გურიელის“ საწარმოში იმყოფებოდა, სადაც ის სამუშაო პროცესს გაეცნო.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ მიზანი 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა და ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობაა.

„გურიელის“ ჩაის ქარხანასა და ჩაის პლანტაციებში ვიყავი, სადაც საოცარი, მშრომელი ადამიანები გავიცანი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დოვლათს ქმნიან და ჩვენს კულტურას მსოფლიოს აცნობენ. ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება შესაძლებელია, სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში შესაძლებელია. ჩაი „გურიელის“ საწარმო არის ამის ნათელი მაგალითი, სადაც ყველაფერი საათივით არის აწყობილი. სამუშაო ადგილების შექმნას მიზანსწრაფულობა, შრომა და რაც მთავარია სახელმწიფო ინტერესი სჭირდება. საამაყოა, როდესაც ქართული ჩაი გადის უცხოეთში და ეს არის დასაფასებელი. სწორედ, ჩვენი კოალიციის მიზანია, 200 ათასი სამუშაო ადგილი შექმნას და ხელი შეუწყოს ადგილობრივების დასაქმებას. იდეა ,,დამზადებულია საქართველოში“ რეალობად უნდა ვაქციოთ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს