გიორგი ვაშაძე - „რუსული კანონი“ ეს არის იზოლაცია, უკიდურესი გაჭირვება, მონობა, ხოლო მისი გაუქმება და რეფორმების გატარება, არის გზა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

„რუსული კანონი“ ეს არის იზოლაცია, უკიდურესი გაჭირვება, მონობა, ხოლო „რუსული კანონის“ გაუქმება და რეფორმების გატარება, ეს არის გზა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის განმარტებით, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა.

„რუსული კანონის“ მიღების შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ეს ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია, შესაბამისად, კონსტიტუციის 78-ე მუხლი დარღვეულია. ამ ეტაპზე აქ განსახილველიც არაფერი არ არის, რომ ეს კანონი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს, რომ 26 ოქტომბერს ეს კანონი უნდა გავაუქმოთ, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

ბათუმში ვართ და ყველაზე კარგად აქ უბერავს ევროკავშირის სიო, შავი ზღვის გადმოსწვრივ. შესაბამისად, არა მხოლოდ სიო უნდა უბერავდეს, არამედ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. ეს გზა გადის „რუსული კანონის“ გაუქმებაზე, ამიტომ ყველა გაერთიანებულია ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენ მოსამართლეებს, რაც არ უნდა შეგონება წავუკითხოთ, ზრდასრული ადამიანები არიან. ძალიან კარგად იციან, საქართველოს ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგო დოკუმენტს ხელს აწერენ, თუ საქართველოს ეროვნული ინტერესის მხარეს დგებიან, ეს მათი გადასაწყვეტია.

დანარჩენი 26 ოქტომბერს, წინ ევროპისკენ, წინ კეთილდღეობისკენ, წინ განვითარებისკენ.

„რუსული კანონი“ ეს არის იზოლაცია, უკიდურესი გაჭირვება, ეს არის მონობა, ხოლო „რუსული კანონის“ გაუქმება და რეფორმების გატარება, ეს არის გზა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს