მეუღლის და კიდევ 2 პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული - ცოცხლები რომ იყვნენ, ისევ დავხოცავდი

თელავის რაიონულმა სასამართლომ ცოლის და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი სამმაგი მკვლელობისთვის დაკავებულ 39 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორი დავით გველესიანი სხდომაზე განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებებია განადგურების საფრთხე, რასაც ბრალდებულის ადვოკატი არ დაეთანხმა.

გია ფარადაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ სხდომაზე ალტერნატიული შუამდგომლობა არ დააყენეს.

თავად ბრალდებულმა, პროცესზე დანაშაული აღიარა და მოტივზეც ისაუბრა.

„მე პოზიციას დავაფიქსირებ, ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, ისევ დავხოცავდი. ჩემმა საყვარელმა მეუღლემ და მეგობარმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს. ეს ყველაფერი მე მოვისმინე. ახლა რაღა აზრის აქვს რამეს?! ჯერ ცოლს ვესროლე და შემდეგ მეგობრებს”, - თქვა ბრალდებულმა ზვიად ზურაბაშვილმა.

ცნობისთვის, ფაქტი 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. 39 წლის კაცმა მეუღლე და ორი მეგობარი მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის და რამდენიმე პირის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერი 13:00 საათზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს