მერაბ ტურავა - ზოგიერთ უცხოელ პროფესორს ეუბნებიან, ისეთი კანონი მიიღეს, საქართველოში თუ ჩახვედით, „დაგიჭერენ“, რადგან წარსულში საქართველოსთან თანამშრომლობდითო - რამდენიმემ მომწერა კიდეც

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, მას რამდენიმე უცხოელმა პროფესორმა მიწერა [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] კანონთან დაკავშირებით.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ტურავამ აღნიშნა, მას პროფესორებმა ჰკითხეს, მართლა მიიღეს თუ არა ისეთი კანონი, რომ „საქართველოში ჩასვლისას დაიჭერენ“.

„ზოგიერთ უცხოელ პროფესორს იმასაც ეუბნებიან, ისეთი კანონი მიიღეს, საქართველოში თუ ჩახვედით, „დაგიჭერენ“, რადგან წარსულში საქართველოსთან თანამშრომლობდითო. რამდენიმემ მომწერა კიდეც, მართლა ასეთი კანონი მიიღეს საქართველოშიო?“, - განაცხადა ტურავამ, რასაც დარბაზიდან კითხვა მოჰყვა, თუ რა უპასუხა მას მოსამართლემ.

ტურავას თქმით, ეს ცალკე სასაუბრო თემაა.

„სხვათა შორის, კონკრეტული ადამიანები ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ჰაერიდან არ მოაქვთ“, - განაცხადა მოსამართლე მერაბ ტურავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი