ანა ნაცვლიშვილი - ჩემმა  რამდენიმე ყოფილმა კოლეგამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტოვებს სამოქალაქო ორგანიზაციაა, რადგან არ სურთ, რომ უცხო ძალის წარმომადგენლები დაერქვათ - ეს არის ზიანი, რომელსაც სამოქალაქო სექტორს აყენებთ

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენს გამჭვირვალობის შესახებ“კანონის გაუქმების მოთხოვნის განხილვის პარალელურად, ადამიანებმა არასამთავრობო ორგანიზაციები დატოვეს.

აღნიშნული განცხადება ანა ნაცვლიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში კანონს განხილვის დროს გააკეთა.

ნაცვლიშვილის თქმით, ორგანიზაციებიდან თანამშრომლების წასვლის მიზეზი ისაა, რომ მათ არ სურთ „უცხო ძალის წარმომადგენლები“ ერქვათ.

„ორი დღეა სასამართლოში ვართ, ჩემმა რამდენიმე ყოფილმა კოლეგამ სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა, რომ ტოვებს სამოქალაქო ორგანიზაციას. ჩემთვის ამის ნახვა ძალიან მძიმეა. ეს არის ის ზიანი, რომელსაც სამოქალაქო სექტორს ყოველ წუთიერად აყენებთ, როცა ეს კანონი მოქმედებს. დაწერეს, რომ ორგანიზაციები დატოვეს იმიტომ, რომ ორშაბათიდან მათ უცხო ძალის წარმომადგენლები დაერქმევათ. ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ემსახურებიან, არ სურთ, რომ ამ სახელით იარონ ამიტომ, სხვადასხვა ორგანიზაციებს ძალიან კომპეტენტური ორგანიზაციები ტოვებენ. არ ვიცი, მათ ბენეფიციარებს რა ეშველებათ, მათ შორის არასრულწლოვანებს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს და ა.შ.“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს