დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროგრამაზე კონტრაქტის საფუძველზე მიიღება 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები არიან.

„2024 წლის 23 სექტემბრიდან სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა იწყება. პროგრამაზე საკუთარი სურვილით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, კონტრაქტის საფუძველზე მიიღება 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომელიც არიან ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მე-3 და მე-4 კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები.

სასწავლო პროცესი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს თავდაცვის კოდექსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში წარიმართება. სწავლის გრაფიკი მაქსიმალურად თავსებადია სამოქალაქო სასწავლებლის გრაფიკთან, სალექციო სწავლება (სამხედრო საქმე) განხორციელდება კვირა დღეს, სულ 57 კვირა დღეს და იგი განხორციელდება აკადემიის ტერიტორიაზე. ხოლო პრაქტიკული კომპონენტი (საველე სწავლება) წარიმართება როგორც შაბათ ისე კვირა დღეებში, სულ 8 შაბათ და 14 კვირა დღეს. პრაქტიკული კომპონენტი აგრეთვე მოიცავს 2 საველე სწავლებას, თითოეული განხორციელდება 2 კვირის განმავლობაში.

პირველი ორკვირიანი საველე სწავლება განხორციელდება 2024 წლის 4 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო მეორე ორკვირიანი საველე სწავლება განხორციელდება 2025 წლის 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სამხედრო ვალდებულების მქონე პირს ეროვნული სამხედრო სამსახური ჩაეთვლება გავლილად. სწავლის პერიოდში პროგრამაზე ჩარიცხული პირები უზრუნველყოფილი იქნებიან სტიპენდიით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კვებითა და სანივთე ქონებით. პროგრამაზე ჩასარიცხი კანდიდატების შერჩევას უზრუნველყოფს კანდიდატთა მიმღები კომისია. შერჩევა განხორციელდება ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის ჩაბარების, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სპეციალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით.

სამხედრო მომზადების პროგრამაზე საბუთების მიღება იწარმოებს 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა