სოფელ ახაშენში, ცოლისა და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ ცოლის და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

პროკურორი დავით გველესიანი სხდომაზე განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებებია განადგურების საფრთხე, რასაც ბრალდებულის ადვოკატი არ დაეთანხმა.

ადვოკატი გია ფარადაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ სხდომაზე ალტერნატიული შუამდგომლობა არ დააყენეს.

თავად ბრალდებულმა, პროცესზე დანაშაული აღიარა და მოტივზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დანაშაული ღალატის გამო ჩაიდინა.

ცნობისთვის, ფაქტი 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა. 39 წლის კაცმა მეუღლე და ორი მეგობარი მოკლა, რის შემდეგაც მიიმალა. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის და რამდენიმე პირის მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

წინასასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება