უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოვუწოდებთ მონღოლეთს, ჰააგის სასამართლოს ორდერი შეასრულოს და პუტინი დააკავოს

მოვუწოდებთ მონღოლეთს, ჰააგის სასამართლოს ორდერი შეასრულოს და პუტინი დააკავოს, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მონღოლეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ავრცელებს.

“ვლადიმირ პუტინის მონღოლეთის პრეზიდენტის უჰნააგიინაია ჰურელსუჰას მოწვევით მონღოლეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ვამბობთ შემდეგს. უკრაინულ მხარეს იმედი აქვს, რომ მონღოლეთის მთავრობა იაზრებს იმ ფაქტს, რომ პუტინის სამხედრო დამნაშავეა. უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში უკანონო იძულებით გადაადგილებაში ეჭვის გამო მის დაკავებაზე ორდერია გაცემული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ, რომლის იურისდიქციაც მონღოლეთის მიერ აღიარებულია.

უკრაინელი ბავშვების გატაცებები მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალი დანაშაულიდან, რომლისთვისაც პუტინი და რუსეთის დანარჩენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამართლის წინაშე უნდა წარდგნენ. ეს პირები დამნაშავეები არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომისთვის, უკრაინული ერის წინააღმდეგ სისასტიკეებისთვის, მკვლელობებისთვის, გაუპატიურებებისთვის, ძარცვებისთვის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვებისთვისა და გენოციდისთვის. მონღოლეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ დაკავებაზე სავალდებულო საერთაშორისო ორდერი შეასრულონ და პუტინი ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადასცენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს