დავით დევიძე - საჯარო რეესტრი მხოლოდ წერილობით აცნობებს ორგანიზაციებს მონიტორინგის პროცესის დაწყების შესახებ და მათ ოფისში არ მიაკითხავს

მონიტორინგი გულისხმობს, რომ განისაზღვროს ის სუბიექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმს, რომ 20%-ზე მეტი შემოსავალი არის მათთვის უცხოელი ძალის მიერ ჩარიცხული. ამ ორგანიზაციებს პირველ რიგში ევალებათ დეკლარირების ვალდებულება და მხოლოდ ამის შემდეგ დგინდება/დგება მონიტორინგის წესი, - ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით დევიძე განმარტავს მონიტორინგის წესების შესახებ, რომლითაც დადგინდება, კანონიდან გამომდინარე აარიდეს თუ არა ორგანიზაციებმა შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება.

„მონიტორინგი გულისხმობს, რომ უნდა გაირკვეს სწორედ ამ კანონიდან გამომდინარე არიან თუ არა ისეთი ორგანიზაციები, რომლებმაც თავი აარიდეს კანონით დადგენილი წესების შესრულებას და არ რეგისტრირდებიან შესაბამის რეესტრში. ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს წესი ანუ, როდესაც, მაგალითად, თვითდეკლარირებას ეწევიან ორგანიზაციები. მაგალითად, არიან მედიაორგანიზაციები, რომლებსაც ასევე აქვთ თავიანთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული, რომ ისინი არ დარეგისტრირდებიან შესაბამის რეესტრში, ბუნებრივია, ესეც არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული წყარო, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შეიძლება საჯარო რეესტრის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა იხელმძღვანელოს და ამითაც მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია“,- აცხადებს დავით დევიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში საჯარო რეესტრის წარმომადგენლის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონით საჯარო რეესტრს არ აქვს უფლება ორგანიზაციების ოფისებში შევიდეს, მათ მხოლოდ წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვის საშუალება აქვთ.

„ისმებოდა საკითხი, რომ საჯარო რეესტრი შევა თუ არა მათ ოფისებში და ეს არ მოხდება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვა, პირველ რიგში მას მივაწვდით ინფორმაციას რომ დაიწყო მონიტორინგის პროცესი. შემდეგ მათ ექნებათ ვალდებულება, რომ წარმოუდგინონ საჯარო რეესტრს ინფორმაცია, შეავსონ საფინანსო დეკლარაცია, შემდეგ შეგვიძლია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კერძო ორგანიზაციებიდან გამოვითხოვოთ წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შევაგროვებთ შესაბამის ინფორმაციას. მაგალითად, ბანკები, საიდანაც შეიძლება გავიგოთ საფინანსო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, წყაროები და ა.შ.“, - განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ, რომლის კომენტარსაც იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება