საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა, სავარაუდოდ, ხვალ დასრულდება

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა ხვალ, 31აგვისტოს, 11:00 საათზე გაგრძელდება.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ სხდომის დასრულებისას განაცხადა, ხვალინდელ სხდომაზე მოსამართლეები მხარეებს კითხვებს დაუსვამენ.

ტურავას თქმით, სარჩელის განხილვა ხვალ დასრულდება.

„ხვალ, 11:00 საათზე დაიწყება სხდომა. ჩვენ დაგვრჩა ეტაპი, რომელსაც ჰქვია მოსამართლეების მიერ მხარეებისთვის შეკითხვის დასმა ლინგვისტის გამოსვლის შემდეგ. ამის შემდეგ თქვენ ერთმანეთს უნდა დაუსვათ კითხვები. რეპლიკის შესაძლებლობას მოგცემთ და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ხვალ დამთავრდება. 100%-იანი სიზუსტით ვერ ვიტყვი, მაგრამ ალბათობით მაღალი ხარისხით ის ნაწილი, რაც დარჩენილია იძლევა იმის შესაძლებლობას რომ ხვალ სხდომა დავამთავროთ“,- განაცხადა მერაბ ტურავამ.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები წარდგენილი აქვთ პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება