ბექა ძამაშვილი -  საქართველოს აბრალებდნენ ცხინვალის დაბომბვას და ეს საჩივარი შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ქვეყნის ინტერესებით ნუ ითამაშებთ და სუვერენიტეტს ნუ შეეხებით

საქართველოს აბრალებდნენ ცხინვალის დაბომბვას და ეს საჩივარი შეიტანა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჩემი „ფეისბუქ" პოსტი ამას შეეხებოდა და რა გააჟღერა ბატონმა გიორგიმ? – თითქოს მე დავაბრალე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა წარმოეჩინა ცუდ კონტექსტში, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გიორგი ბურჯანაძის გამოსვლის საპასუხოდ.

„ჩემი „ფეისბუქ" პოსტი, რომელიც აქ გაჟღერდა ეხებოდა იმას, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში შევიდა 3300-მდე საჩივარი, რომელიც იყო რუსეთის მიერ ორკესტრირებული, მაგრამ სამწუხაროდ, ამ 3300 საჩივარში აღმოჩნდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილი საჩივარი – მე არ ვაპირებდი ამაზე საუბარს, დიახ, საქართველოს წინააღმდეგ, შინაარსს დააკვირდით ცხინვალის დაბომბვას აბრალებდნენ საქართველოს. ეს იყო ასეთი ბრალდება, ეს რომ დადასტურებულიყო, მე არ ვიცი ამაზე დიდი სახელმწიფო ინტერესი რა შეიძლება იყოს ჩვენი სუვერენიტეტის აღსადგენად. ჩვენ საერთოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი შეიძლებოდა, შეგვეწყვიტა. ქვეყნის ინტერესებით ნუ ითამაშებთ, ძალიან გთხოვთ, და სუვერენიტეტს ნუ შეეხებით. ცხინვალის დაბომბვას რომ დააბრალებთ სახელმწიფოს, ეს არის წითელი ხაზი. სამარცხვინო არის საკუთარი სახელმწიფოსთვის ცხინვალის დაბომბვის დაბრალება“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო განხილვისას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის