ევროკავშირის წარმომადგენლობა კამპანიას „ისტორიები ცვლილებებზე“  იწყებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს კამპანიას „ისტორიები ცვლილებებზე". ვიდეოების ეს სერია წარმოაჩენს იმ ადამიანების ისტორიებს, რომელთა ცხოვრება და გარემო პირობები ევროკავშირის ინიციატივების შედეგად შეიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„ისტორიები ცვლილებებზე" გვიყვება ევროკავშირის პროექტებზე და ამავდროულად, გვაცნობს იმ დადებით გავლენას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. პერსონალური ისტორიების გაზიარებით ვიდეოები აჩვენებს ევროკავშირის მხარდაჭერის რეალურ და გრძელვადიან სარგებელს და ფოკუსირებულია იმ ადამიანებზე, რომლებმაც ეს წარმატება საკუთარ თავზე გამოსცადეს, მათ შორის არიან მეწარმეები, ფერმერები, სტუდენტები, სოციალური აქტივისტები და სხვა. ეს ისტორიები ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოში მდგრადი განვითარების, სოციალური ერთობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისადმი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კამპანიის შესახებ ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.

"მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ კამპანიას „ისტორიები ცვლილებებზე. ევროკავშირის პარტნიორობა საქართველოსთან სცდება პროექტებსა და პროგრამებს; ის მიმართულია საქართველოს მოსახლეობაზე, რომელთა ცხოვრებაც ჩვენმა ინიციატივებმა შეცვალა. ამ ისტორიების საშუალებით შეგვიძლია, გავიცნოთ ადამიანები, რომლებმაც ისარგებლეს ევროკავშირის მხარდაჭერით და ვაჩვენოთ, როგორია ამ ხელშეწყობის შედეგი”, - განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კამპანიის „ისტორიები ცვლილებებზე“ დაწყება, ევროკავშირის მხარდაჭერის ფონზე, ევროკავშირსა და საქართველოს მოსახლეობას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ეტაპია. ის ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობას უდევს საფუძვლად, მათ შორის მდგრადობას და მუდმივ პროგრესს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს