ანა ნაცვლიშვილი - ჟოზეფ ბორელის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმ უმძიმესი რეალობის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში დააყენა, როცა კანონის მიღებით თითოეული მოქალაქისა და ქვეყნის წინაშე ევროკავშირის კარი ჩაკეტა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმ უმძიმესი რეალობის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში დააყენა, როცა კანონის მიღებით თითოეული მოქალაქისა და ქვეყნის წინაშე ევროკავშირის კარი ჩაკეტა,- ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას.

მისი შეფასებით, განცხადებაში ევროკავშირის წუხილია გამოთქმული, რომ საქართველო არა ევროკავშირის მიმართულებით მიდის, არამედ, პირიქით, ევროკავშირს შორდება.

მისივე განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენა შეუძლია.

„მაშინ, როცა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და ამ ქვეყნის 10 000-ობით მოქალაქე ხელისუფლება ეუბნება, რომ ის ვალდებულია გადადგას ყველა ნაბიჯი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს. „რუსული კანონის“ მიღებით ხელისუფლებამ კონსტიტუციის ეს მუხლი და ქართველი ხალხის ნება დაარღვია. 27 ივნისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და გვითხრეს რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია.

საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ისტორიული შანსი, რომ გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც „ოცნებამ“ ქვეყანას მიაყენა შეაჩეროს და აღადგინოს ევროინტეგრაციის პროცესი. ამიტომ ვდავობთ მე-3 დღეა სასამართლოში,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს ტრაექტორიით.

„ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ ამ ქვეყნის ტრაექტორიაზე, რომელიც ევროკავშირს შორდება“, - განაცხადა ბორელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს