ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ნიკოლაი ოლეშჩუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურის თანამდებობას 2021 წლის აგვისტოდან იკავებდა.

როგორც წესი, პრეზიდენტის ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზები მითითებული არ არის.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უკრაინისთვის და შედეგებისთვის მებრძოლ ყველა მფრინავს, ინჟინერს, სახანძრო ჯგუფებისა და საჰაერო თავდაცვის ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა.

„ეს ასევე აუცილებელია სამეთაურო დონეზე, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და ხალხს გავუფრთხილდეთ, პერსონალზე ვიზრუნოთ, ყველა ჩვენს ჯარისკაცს გავუფრთხილდეთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ 26 აგვისტოს რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და მფრინავი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს